რუსმა დამპყრობლებმა ბახმუტის ცენტრს სარაკეტო შეტევა განახორციელეს, არის მსხვერპლი. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
როგორც უკრაონის გენერალურ პროკურატურაში განმარტეს, ქალაქ ბახმუტში ურაგანის MLRS-დან დამპყრობლების მიერ დაბომბვის შედეგად 6-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ ნაღმების აფეთქებით და ნამსხვრევებით ჭრილობები მიიღო.
„დამპყრობელთა ჭურვები მოხვდა ადგილობრივი ბაზრის ადმინისტრაციასა და მაღაზიების შენობებს, რის შედეგადაც 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. გარდა ამისა, მთლიანად განადგურდა 10-მდე მრავალსართულიანი და კერძო სახლი. დაზიანდა, დაიწვა მანქანები“, - ნათქვამია ანგარიშში.